კითხვის ძებნა

ხშირად დასმული კითხვები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან.

პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის..

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში), რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.1 -ით:
    • პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა
    • 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები
    • წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები;
    • თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვ. პირები
    • პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მშობიარობა/საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება, ასევე ინფექციური დაავადებებების მართვა (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1.7.1 მიხედვით).
    • პროგრამით გათვალისწინებული სრული მომსახურებით ისარგებლებენ საპენსიო ასაკის პირები, მათი შემოსავლისა და დაზღვევის სტატუსის მიუხედავად.
    • თუ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართულ პირს ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში მოქალაქე ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და გარდამავალ პერიოდში მიიღებს კონკრეტული ტიპის შესაბამისი ე. წ. მინიმალური პაკეტის პირობებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას, მოსარგებლეთა კატეგორიის მიხედვით (იხ. ცხრილი) . 6 თვის შემდეგ შეეძლებათ ისარგებლონ კატეგორიის შესაბამისი მომსახურების პირობებით.
  • ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.4-ით (ვეტერანების პაკეტი);
  • სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა დასადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ყოფილი მოსარგებლეები, რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.3-ის პირველი პუნქტით (მიზნობრივი ჯგუფი);
  • „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ყოფილი მოსარგებლეები რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.3-ის მე-2 პუნქტით (ასაკობრივი ჯგუფი).
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის პირობებს და დადგენილი წესით, წერილობით დაუდასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, ინტენსიური მოვლა/მკურნალობის სერვისის მიმწოდებლების, ასევე, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური მომსახურებისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებლებისადმი განსაზღვრულია დამატებითი პირობები.
  • გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ, შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში (სპეციალურად შემუშავებული, სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე). ამასთან რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რომ რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ კლინიკაში - გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
  • გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას;
  • გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურება ხორციელდება მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, რომლის მიღება პროგრამის მოსარგებლეს შემდეგი გზით შეუძლია: მოქალაქე მიმართავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიმწოდებელს ან შესაბამის სერვის ცენტრს/სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს; პროგრამის მიმწოდებლი, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ავსებს შესაბამისი ფორმის განაცხადს (რეკვიზიტები, მთ შორის მოსარგებლის მობილური ტელეფონის ნომერი, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა ფორმატით, კალკულაცია); სერვის ცენტრის/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის მიმართვის შემთხვევაში, პირი წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია – საჭიროების შემთხვევაში და ამ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ზემოაღიშნული განაცხადის შევსება; ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, რის თაობაზე მოსარგებლეს/წარმომადგენელს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, რომელშიც, მოთხოვნის ნომერთან ერთად, მითითებული იქნება მიმართვის უნიკალური კოდი. მოსარგებლეს/წარმომადგენელს შეუძლია უნიკალური კოდი წარადგინოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში და ადგილზე მიიღოს საგარანტიო წერილი ან სურვილის შემთხვევაში, აიღოს ის სერვის ცენტრში/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულში. მედიკამენტებით სარგებლობის მატერიალიზებული ვაუჩერი/მიმართვის გაცემა ხდება უშუალოდ სერვის ცენტრში/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულში.
გეგმური ამბულატორიული მომსახურება მიღება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
  • ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე
  • ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები
  • ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება:
    • ენდოკრინოლოგი
    • ოფთალმოლოგი
    • კარდიოლოგი
    • ნევროლოგი
    • გინეკოლოგი
    • ოტორინოლარინგოლოგი
    • უროლოგი
    • ქირურგი
  • ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:
    • ელექტროკარდიოგრაფია
    • საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად)
    • შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად)
    • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
    • ძვლების რენტგენოგრაფია
  • ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:
    • სისხლის საერთო ანალიზი
    • შარდის საერთო ანალიზი
    • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
    • კრეატინინი
    • ჰემოგლობინი
    • ქოლესტერინი სისხლში
    • შრატში ლიპიდების განსაზღვრა
    • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
    • პროთრომბინის დრო
    • ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
    • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა
  • სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - მოიცავს ისეთი გადაუდებელი მდგომარეობის მართვასა და სტაბილიზაციას, რაც არ საჭიროებს სტაციონარში 24-საათიან დაყოვნებას. განსაზღვრულია მდგომარეობების სია, რომელთა გადაუდებელ ამბულატორიულ მართვას დაფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

ეს მდგომარეობები მოიცავს:

  • ტრავმებს
  • მოტეხილობებს
  • ჭრილობებს
  • თერმულ დაზიანებებს (დამწვრობა/მოყინვას)
  • მოწამვლა/ინტოქსიკაციას
  • ცხვირიდან სისხლდენას
  • ალერგიის მართვას ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის დროს
  • შარდის შეკავებას
  • მწვავე ლარინგიტს (კრუპს)
  • გულსისხლძარღვთა დაავადებებს (ჰიპერტონულ კრიზს, გულის რითმის დარღვევებს)
  • სხვადასხვა სახის მწვავე ტკივილს

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა პროგრამის მიმწოდებელი/პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების არჩევისას.

  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
  • გადაუდებელი მდგომარეობები განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.
  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.
  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
  • გადაუდებელი მდგომარეობები განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.
  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა.
  • სხვა ქირურგიული ოპერაციები
  • ონკოქირურგიული და კარდიოქირგიული ოპერაციები
  • ფიზიოლოგიური მშობიარობა
  • საკეისრო კვეთა
  • ინფექციური დაავადებები ნუხსის მიხედვით (დაანრთი 1.7.1)***
  • ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია
  • შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები;
  • სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
  • საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
  • სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
  • ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
  • სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
  • ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;
  • თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;
  • ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საბაზისო (I) და ვეტერანების (II) პაკეტით მოსარგებლეთათვის დაფინანსებას არ ექვემდებარება:
  • თერაპიული პროფილის ჰოსპიტალური მომსახურება, გარდა დანართი №1.2-ით განსაზღვრული მდგომარეობებისა;
  • ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარენ კონსერვატულ მკურნალობას), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის და წამლით დაფარული სტენტის ხარჯები;
  • პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT);
  • თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), რქოვანის გადანერგვა.
  • ექსტრაკორპორალური (დისტანციური) ლითოტრიფსია;